ბოკუჩავა, აქუბარდია - ოხანაშვილმა კიდევ ორი ოპოზიციონერი გააძევა

29.04.24 16:57
ბოკუჩავა, აქუბარდია - ოხანაშვილმა კიდევ ორი ოპოზიციონერი გააძევა

თინა ბოკუჩავა და თეონა აქუბარდია - ოხანაშვილმა კიდევ ორი ოპოზიციონერი გააძევა. დაპირისპირება რუსულ კანონზე მსჯელობას და კრიტიკულ კითხვებს მოჰყვა.

ჯამში, 14 დეპუტატი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზიდან გააძევა. გარდა ოპოზიციონერი კოლეგებისა, ანრი ოხანაშვილმა სხდომა დაატოვებინა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. რამდენიმე დეპუტატმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.