ვინც ქვებს ისვრიან, არიან დასაკავებლები... თუ ვინმე ვინმეს სადარბაზოსთან ხვდება და სცემს, ყველა არის დასაჭერი - დავითულიანი
"აგრესიულები ვინც არიან, ვინც ქვებს ისვრიან, ისინი არიან დასაკავებლები," - ასე პასუხობს ბექა დავითულიანი "პირველების" კითხვას, როგორ აფასებს ის პარლამენტთან განვითარებულ პროცესებს.
ოცნების დეპუტატები აქცენტს აკეთებს მომიტინგეებზე და ვერ ხედავს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
გარდა ამისა, დავითულიანი ეხმაურება დაშინებას და ჩასაფრებას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, რა დროსაც უსწორდებიან აქციის მონაწილეებს კონკრეტული ჯგუფები.
ვინც ვინმეს სცემს, ყველა არის მოძალადე და ყველა უნდა ჩაჯდეს ციხეში. აგრესიულები ვინც არიან, ვინც ქვებს ისვრიან, ისინი არიან დასაკავებლები. თუ ვინმე ვინმეს სადარბაზოსთან ხვდება და სცემს, ყველა არის დასაჭერი, ერთი მხრიდანაც და მეორე,“ - ამბობს ბექა დავითულიანი.
"პირველების" კამერამ არაერთი შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც სამართალდამცავები დემონსტრანტებს უსწორდებიან.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამართალდამცავები, რომლებიც აგრესიით გამოირჩევიან, სპეცრაზმელები არიან და ისინი უსწორდებიან სასტიკად დემონსტრანტებს.
- პოლიცია აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და აგინებს
- სპეცერაზმი ძირსდაგდებულ მოქალაქეებს გამეტებით, ჯგუფურად ურტყამს - უძიმესი ვიდეო
- ხელებშეკრული ადამიანები პარლამენტის უკანა შესასვლელთან - დაკავებები გრძელდება
- პარლამენტთან სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს
- "ერთ კაცს 9 სპეცრაზმელი ურტყამს" - ჭიჭინაძის და ჟვანიას ქუჩების კვეთაზე ვითარება პერიოდულად იძაბება