"ტვინის შერყევა აქვს და გემატომები" - როგორია სასტიკად ნაცემი გურამ ადამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

13.05.24 23:43
"ტვინის შერყევა აქვს და გემატომები" - როგორია სასტიკად ნაცემი გურამ ადამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ტვინის შერყევა აქვს და გემატომები," - პარლამენტთან სასტიკად ნაცემი გურამ ადამიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი მეგობარი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.

ფეხებს ვერ მოგვჭამენ!!!! 🖕🏻

ტვინის შერყევა აქვს და გემატომები

სულიერად უფრო ძლიერადაა და შემართებით ვიდრე აქამდე იყო✊🏻

ერთად ყველაფერი გამოგვივა!" - წერს გურამ ადამია.

სასტიკი ანგარიშსწორების კიდევ ერთი მსხვერპლი გურამ ადამია კლინიკაში გადაიყვანეს - პარლამენტთან დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ამიტომ ის დიღმის სამმართველოდან ღუდუშაურის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

ადამიას რამდენიმე სპეცრაზმელი უსწორდებოდა და მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული. 

ივანიშვილის სპეცრაზმის სისასტიკის ახალი მტკიცებულები - ვიდეომასალში, რომელიც "პირველებმა" გაასაჯაროვა, ჩანს, როგორ მიათრენ ცემა-ცემით სპეცრაზმელები დემონსტრანტებს.