ზაზა თავაძე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ტოვებს
ზაზა თავაძე გრიგოლ რობაძის უნივერსიტეტს ტოვებს. რობაქიძის უნივერსიტეტი ერთ-ერთია, რომელმაც უნივერსიტეტების საერთო განცხადებას ხელი მოაწერა.
"გთხოვთ, შემიწყვიტოთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის სტატუსი", - წერს თავაძე.
"კავკასიის უნივერსიტეტს" ტოვებს ლევან ბერძენიშვილიც - პროფესორმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.
ასევე უნივერსიტეტი დატოვა დავით ქაშიაშვილმაც.
სუს-მა უნივერსიტეტებში რეპრესიები დაიწყო - ვინც რუსულ კანონს ღიად აპროტესტებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. ხელისუფების მოტივით და სუს-ის გადაწყვეტილებით, სამსახური დაატოვებინეს სოსო ბერიკაშვილს. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი კაბინეტში რეტორმა დაიაბარა და სამსხურიდან წასვლა მოსთხოვა.
ვტოვებ კავკასიის უნივერსიტეტს მისი რექტორის პოზიციის გამო - რუსიკო კობახიძე
სალომე აჩბა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ტოვებს