ვტოვებ კავკასიის უნივერსიტეტს მისი რექტორის პოზიციის გამო - რუსიკო კობახიძე

14.05.24 16:22
ვტოვებ კავკასიის უნივერსიტეტს მისი რექტორის პოზიციის გამო - რუსიკო კობახიძე

კავკასიის უნივერსიტეტს ლექტორები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ - უნივერსოტეტი კიდევე რთმა ლექტორმა, რუსიკო კობახიძემ დატოვა.

მე, რუსიკო კობახიძე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ვაცხადებ, რომ ვტოვებ უნივერსიტეტს მისი რექტორის პოზიციის გამო. 
ჩემი უძვირფასესი სტუდენტების მომავლის გამო", - წერს რუსიკო კობახიძე.

"კავკასიის უნივერსიტეტს" ტოვებს ლევან ბერძენიშვილიც - პროფესორმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. 

ასევე უნივერსიტეტი დატოვა დავით ქაშიაშვილმაც. 

სუს-მა უნივრეიტეტებში რეპრესიები დაიწყო - ვინც რუსულ კანონს ღიად აპროტესტებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. ხელისუფების მოტივით და სუს-ის გადაწყვეტილებით, სამსახური დაატოვებინეს  სოსო ბერიკაშვილს. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი კაბინეტში რეტორმა დაიაბარა და სამსხურიდან წასვლა მოსთხოვა.