ახლა ისტორია რუსთაველზე იწერება, სადაც ისედაც დგანან ჩემი სტუდენტები - კავკასიის უნივერსიტეტს დავით ბერძენიშვილიც ტოვებს
კავკასიის უნივერსიტეტს დავით ბერძენიშვილიც ტოვებს. პროფესორის თქმით, ახლა რუსთაველზე იწერება საქართველოს უახლესი ისტორია,ს ადაც მისი სტუდენტები ისედაც დგანა.
კავკასიის უნივერსიტეტში ვასწავლიდი საქართველოს ისტორიას და რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, თუმცა ახლა ეს რუსთაველზე იწერება, სადაც ისედაც დგანან ჩემი სტუდენტები ❤️ ეს ჩემთვისაც ბოლო სემესტრია", - წერს ბერძენიშვილი.
"კავკასიის უნივერსიტეტს" ტოვებს ლევან ბერძენიშვილიც - პროფესორმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.
ასევე უნივერსიტეტი დატოვა დავით ქაშიაშვილმაც.
სუს-მა უნივრეიტეტებში რეპრესიები დაიწყო - ვინც რუსულ კანონს ღიად აპროტესტებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. ხელისუფების მოტივით და სუს-ის გადაწყვეტილებით, სამსახური დაატოვებინეს სოსო ბერიკაშვილს. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი კაბინეტში რეტორმა დაიაბარა და სამსხურიდან წასვლა მოსთხოვა.