ოჯახის წევრების დასანქცირება სწორი გადაწყვეტილება იქნება? სამართლიანია? - ოცნების დეპუტატი ქვარაია

24.05.24 13:17
ოჯახის წევრების დასანქცირება სწორი გადაწყვეტილება იქნება? სამართლიანია? - ოცნების დეპუტატი ქვარაია

 

 

"ოჯახის წევრების დასანქცირება სწორი გადაწყვეტილება იქნება? სამართლიანია?" - ამ კითხვას სხვამს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" მერაბ ქვარაია.

ქვარაიასთვის უსამართლოა აშშ-ის განცხადება, რომ სანქციები შესაძლოა შეეხოს მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებსაც.

ეგ სამართლიანია, როგორ გგონიათ, რომ ოჯახის წევრები დაუსანქცირო კანონმდებელს, რომ კანონი მიიღო? თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სწორია? ოჯახის წევრების დასანქცირება სწორი გადაწყვეტილება იქნება? სამართლიანია?“ - ამბობს მერაბ ქვარაია.

აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

როგორი რეაქცია ჰქონდათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აშშ-ის სანქციებზე:

 

მსგავსი სიახლეები