წილოსანი: პასუხი ერთმნიშვნელოვანია - ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას

24.05.24 13:41
წილოსანი: პასუხი ერთმნიშვნელოვანია - ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას

"ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას", - ამის შესახებ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ნინო წილოსანი წერს.

ოცნების დეპუტატი აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესებას ეხმაურება და წერს, რომ "ქვეყნის ინტერესებს" არ დათმობს.

მოკლედ, თუკი საკითხი ასე დგას:

ქვეყნის ინტერესების დათმობა ან სანქციები

პასუხი ერთმნიშვნელოვანია - ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას", - წერს წილოსანი.

აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

როგორი რეაქცია ჰქონდათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აშშ-ის სანქციებზე:

 

მსგავსი სიახლეები