მე საერთოდ საქართველოში ვისვენებ ყოველთვის - გრეტა წიწავა

24.05.24 14:18
მე საერთოდ საქართველოში ვისვენებ ყოველთვის - გრეტა წიწავა

მე საერთოდ საქართველოში ვისვენებ ყოველთვის, არ არის პრობლემა, თუ დამასანქცირებენ - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა გრეტა წიწავამ BMG-სთან განაცხადა.

წიწავას თქმით, არანაირი პრობლემა არ არის, თუ ქვეყნის და ოჯახის სიყვარულის ვინმე დაასანქცირებს.

რატო არა ვარ მზად?... გამაოგნებელი იყო ეს განცხადება ნამდვილად, როდესაც ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი მეორე ქვეყნის უმრავლესობის მხრიდან არჩეულ დეპუტატს მიუთითებს, თუ რა კანონი უნდა მიიღოს. მეორე უფრო შემაშფოთებელი იყო, როდესაც ოჯახის წევრების, კარის მეზობლების დასანქცირებაზე იყო საუბარი... მე საერთოდ საქართველოში ვისვენებ ყოველთვის... ნუ, ოფიციალური ვიზიტი თუ არის მაშინ [ვმოგზაურობ]... არ არის პრობლემა, თუ ჩემი ქვეყნის და ჩემი ოჯახის სიყვარულის გულისთვის ვინმე მასანქცირებს, დამასანქციროს".- ამბობს წიწავა.

აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

როგორი რეაქცია ჰქონდათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აშშ-ის სანქციებზე:

 

მსგავსი სიახლეები