აამოქმედებს თუ არა EU შტატების მსგავს სანქციებს "ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ? - კრამონის მიმართვა
ამერიკული სანქციების შემდეგ, ევროპარლამენატრები ევროკავშირს მოუწოდებენ იგივე სანქიცების პაკეტი აამოქმედოს "ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ. ამის შესახებ ტვიტერში ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს და ჯოზეფ ბორელს და ურსულა ფონდერ ლაიენს მიმართავს.
„ჟოზეფ ბორელ, შარლ მიშელ, ურსულა ფონ დერ ლაიენ, არის რაიმე შანსი, რომ ევროკავშირმა მსგავსი სამგზავრო აკრძალვები შემოიღოს “ქართული ოცნების” ლიდერების წინააღმდეგ, როგორც აშშ-მა? უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთან მიმართებით ზომების ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან დაახლოება,” - წერს კრამონი.
აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
როგორი რეაქცია ჰქონდათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აშშ-ის სანქციებზე:
- ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა - მდინარაძის პასუხი აშშ-ის
- რას ამბობს სანქცირებაზე ამერიკული არდადეგების მოყვარული დეპუტატი ალუდა ღუდუშარი
- ჩვენი ისტორია გვასწავლის, რომ ბევრმა ადამიანმა გაწირა ქვეყნისთვის თავი.. მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ეს გზა - კაჭარავა
- ეს პასუხი მექნება - არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა - ხუნდაძე აშშ-ის სანქციებზე
- რატომ გგონიათ, რომ ვერ ჩავალ? (სანქციებს) ნამდვილად არ ველოდები, არ მგონია - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
- "ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერება" - ხაბარელის პასუხი აშშ-ის