„საქართველო უკეთესს იმსახურებს“ - გიტანას ნაუსედა

28.05.24 22:07
„საქართველო უკეთესს იმსახურებს“ - გიტანას ნაუსედა

„საქართველო უკეთესს იმსახურებს“ - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს. 

„მისი დამოუკიდებლობის დღიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ახალი კანონის მიღება დემოკრატიული ღირებულებებისგან სახიფათო ჩამოცილებას წარმოადგენს. ის ქვეყანას ევროპისთვის ზურგს აქცევინებს.

ლიეტუვა ყოველთვის მხარს დაუჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს და მის მამაც ხალხს.

ქალბატონო პრეზიდენტო, დარჩით მედგრად!", - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და სალომე ზურაბიშვილის მიმართავს.

პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია - რუსული კანონი დამტკიცებულია. დარბაზში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ. სხდომას 84 დეპუტატი ესწრებოდა

პრეზიდენტმა ვეტოს დაძლევის შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა და რეფერენდუმის ჩატარება დაანონსა.

პრეზიდენტმა რეფერენდუმი დააანონსა - რას იზამს პრემიერი (რა წერია კანონში)?

 

მსგავსი სიახლეები