აქციის მონაწილეები ათონელის სასახლისკენ მიდიან და ელიან, რომ პრეზიდენტი მათთან გამოვა

28.05.24 22:45
აქციის მონაწილეები ათონელის სასახლისკენ მიდიან და ელიან, რომ პრეზიდენტი მათთან გამოვა

აქციის მონაწილეები ათონელის სასახლისკენ მიდიან. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ელიან, რომ პრეზიდენტი მათთან გამოვა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ პრეზიდენტისთვის მოსახლეობის გვერდში დგომისთვის მადლობის გადახდა უნდათ.

დიდი ალბათობით გამოვა, ის ჩვენთან ერთად არის, მჯერა, რომ გამოვა," - ამბობს ერთ-ერთი დემონსტრანტი.

საპროტესტო მსვლელობით მონაწილეები ათონელის რეზიდენციასთან მიდიან. დღესვე დაანონსდა, რომ საპროტესტო აქცია გაიმართება 2 ივნისსაც რესპუბლიკის მოედანზე.

პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია - რუსული კანონი დამტკიცებულია. დარბაზში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ. სხდომას 84 დეპუტატი ესწრებოდა

პრეზიდენტმა ვეტოს დაძლევის შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა და რეფერენდუმის ჩატარება დაანონსა.

პრეზიდენტმა რეფერენდუმი დააანონსა - რას იზამს პრემიერი (რა წერია კანონში)?

 

მსგავსი სიახლეები