დადგება თუ არა არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ? - რას ამბობენ ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ ოპოზიციაში
დადგება თუ არა გადამწყვეტი არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ? - ივანიშვილის პარტია ეუთო/ოდირს უპირისპირდება.
"ქართული ოცნება" არ აპირებს შეასრულოს საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია რუსული კანონის გაუქმების შესახებ.
ხელისუფლების ოპონენტები რუსულ კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ საარჩევნო გარემოს ეუთო/ოდირი სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს და არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებასაც.
ეუთო/ოდირის დასკვნა ანუ იმ ორგანიზაციის, რომელიც მთავარი დამკვირვებელი იქნება ამ არჩევნებზე ძალიან შემაშფოთებელი უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“, იმიტომ, რომ ის ტექსტი, რომელიც ჩვენ გვაქვს კანონთან დაკავშირებით, რომ ის ზღუდავს ადამიანის უფლებებს, ხელმისაწვდომობას ინფორმაციაზე და მოსახლეობის ინფორმირებაზე და ა.შ. ქმნის იმ წინაპირობას, რომ არჩევნები აქვე, ამ ეტაპზე უკვე განხილულ იქნეს, როგორც ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე,“ - ამბობს ნიკა გვარამია.
ვინაიდან ოდირი - ეს ოფისი არის პრაქტიკულად, მთავარი სტრუქტურა საარჩევნო მონიტორინგის, მისი ამგვარი დასკვნა და პრაქტიკულად, წინასწარი შეფასებაც, რომ ამ კანონის პირობებში საარჩევნო გარემო არ იქნება სამართლიანი, რა თქმა უნდა, ძლიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგადად მთლიანად საარჩევნო პროცესს,“ - ამბობს გიგი წერეთელი.
"ქართული ოცნება" რომ ეუთო/ოდირის დასკვნას არ გაიზიარებს, ამაში ოპოზიცია დარწმუნებულია, რადგან მათი შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში პარტნიორებთან ურთიერთობების შენარჩუნება აღარ შედის. ოპოზიცია არასერიოზულად მიიჩნევს "ოცნების" არგუმენტს, რომ თითქოს ეუთო/ოდირის დასკვნა ერთი ადამიანის შეფასების საფუძველზე დაიწერა.
რა თქმა უნდა, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება გაითვალისწინოს ეუთო/ოდირის დასკვნები, მაგრამ ისეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას მართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება, ეს დასკვნები არ იქნება გათვალისწინებული, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას არანაირი მოტივაცია არ გააჩნია, დემოკრატიულ-საერთაშორისო თანამეგობრობასთან ჰქონდეს საერთო,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.
ვინმე თუ ფიქრობს, რომ ერთი ადამიანის ინფორმაციის საფუძველზე ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიც არის ოდირი, სტრასბურგი, ვენეციის კომისია, ევროპის საბჭო, ევროკავშირის სტრუქტურები - ვინმე თუი ფიქრობს, რომ ერთი ადამიანის შეფასებებს და დასკვნებს ეყრდნობიან ეს ორგანიზაციები, გავიცინებდით და ბევრს დავცინებდით, რომ არ იყვნენ ამ აზროვნების ადამიანები ჩვენს ხელისუფლებაში,“ - ამბობს ანა ბუჩუკური.
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა კანონთან - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ოფისი ODIHR წერს.
ODIHR მოუწოდებს ხელისუფლებას გააუქმოს კანონი და გადადგას ნაბიჯები მისი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.