ფორთოხლის მაღაზიის მფლობელს და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)
ფორთოხლის მაღაზიის მფლობელს და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამეგრელოში, სოფელში, სადაც ხილ-ბოსტნის მაღაზიის მფლობელები იყვნენ ჩასულები პოსტვ ჩავიდა.
ვიტალი გუგუჩიას ფიზიკურად პოსტვ-ის ოპერატორი გაუსწორდა. ოპერატორი თავს დაესხა ასევე მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის ქალებს და წიხლები ურტყა.
- POSTV-ის გადამღები ჯგუფის მხრიდან ვიტალი გეგუჩიაზე თავდასხმის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება POSTV-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და პარლამენტის შენობა გვერდითა გასასვლელიდან დატოვეს, ერთ-ერთმა მოქალაქე მას აედევნა და "მონას" ეძახდა. ამ დროს დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე, მანქანიდან გადმოვიდა, მარკეტიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.
"პირველებთან" ცოლ-ქმარი, რომელსაც დეპუტატი მაღაზიაში ეწვია ამბობს, რომ ჯაფარიძეს და დანარჩენ 83 დეპუტატს სულ მონები და რუსები ეძახეს და ისიც უთხრეს, რომ ბოლომდე იბრძოლებენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და იმისთვის, რომ გარუსება არ დაუშვან.
კაცი, რომელმაც რუსული კანონის მხარადაჭერ ვიქტორ ჯაფარძეს მოღალატე და მონა ეძახა ლექსო სამხარაძეა. ის "პირველებთან" ამბობს, რომ რუსული კანონის ხელმომწერ დეპუტატს შემთხვევით იმ დროს შეხვდა, როდესაც თავად პარლამენტან აქციაზე მიდიოდა, დეპუტატი კი ამ დროს სპეცრაზმის კორდონით პარლამენტს ტოვებდნენ.
ერთი დეპუტატის წინააღმდეგ პროტესტმა ახალგაზრდა წყვილის მაღაზიასთან მყიდველების ჯარი დააყენა. ეს ის ადამიანები იყვნენ, ვინც ვიტალი გუგუჩიასა და მირანდა ჯობავასთან სამოქალაქო პოზიციის გამო მადლობის გადასახდელად მივიდნენ.