პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ „ლელო“ შეუერთდა

03.06.24 14:09
პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ „ლელო“ შეუერთდა

პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ „ლელო“ შეუერთდა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ათონელის სასახლეში ქარტიას ხელი მოაწერა.

ხელისმოწერით დავადასტურეთ, რომ ეს არის ერთობა რუსული რეჟიმის დემონტაჟისთვის და არა ერთიანობა და არა რაიმე ერთიანი სია და მითუმეტეს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ხდება. რა თქმა უნდა, ქარტიაში არის საკითხები, რაზეც გავაგრძელებთ მსჯელობას, უმნიშვნელოვანესი ლელოსთვის არის, რომ ჩვენი გეგმა და პროგრამა კარგად იქნას გააზრებული  და გათვალისწინებული, რომელიც ჩვენ დიდი ხანია, წარვუდგინეთ საზოგადოებას, ეს არის სწრაფად 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, ეს არის პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა  ეს არის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის გარანტირებული სამუშაო ადგილის, ისეთი მეგაპროექტების დასრულება, როგორიცაა ანაკლია, ანაკლიის ქალაქი და სხვა, იმიტომ, რომ ჩვენი ამომრჩევლისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ არის მარტო მნიშვნელოვანი მაგალითად, სასამართლო რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ან რომელიმე სხვა სტრუქტურული ცვლილება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწრაფად გავერთიანდეთ ევროკავშირში, ამავე დროს შევქმნათ ძალიან ხელშესახები ცვლილებები,“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. რა ბედი ელის პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსს? - რა წერია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაში". 

მსგავსი სიახლეები