პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" "ახალი" შეუერთდა

03.06.24 14:14
პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" "ახალი" შეუერთდა

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დილიდან ათონელის რეზიდენციაში მიდიან - პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უერთდებიან პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" და ხელს აწერენ დოკუმენტს.

"ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია დოკუმენტის მნიშვნელობაზე საუბრობს:

ეს დოკუმენტი არის მნიშვნელოვანი, რადგან ის ასახავს მომავალ საქართველოს და მისთვის საჭირო დღევანდელ ქმედებას. ეს არის შეთანხმება, სადაც გაწერილ.ია, რაზე ვთანხმდებით, რა სჭირდება საქართველოს და ქართველ ხალხს. "ახალს" სჯერა ამ დოკუმენტის, დოკუმენტი შინაარსობრივად არის ძალიან საინტერესო, სსაარგებლო და მნიშვნელოვანი, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ალბათ, უახლოეს ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში მნიშვნელოვანი დოკუმენტია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ამის აღსრულება და ამის აღსრულებას ხელს შეუწყობს ბუნებრივია, ის ფორმატი, რომელიც შეიქმნა," - ამბობს ნიკა მელია.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. რა ბედი ელის პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსს? - რა წერია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაში".

მსგავსი სიახლეები