არ გვინდა ხელი მოვაწეროთ იმას, რასაც არ ვეთანხმებით - იაგო ხვიჩია "ქართულ ქარტიაზე"

03.06.24 15:25
არ გვინდა ხელი მოვაწეროთ იმას, რასაც არ ვეთანხმებით - იაგო ხვიჩია "ქართულ ქარტიაზე"

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "ქართულ ქარტიას" მხოლოდ 3-4 პუნქტში ეთანხამება, ამიტომ დოკუმენტს ხელს ვერ მაოწერდა. ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ ტექსტის შინაარსი ოპოზიციას ერთობლივად უნდა შეედგინა. 

დაახლოებით 20-დან 3, 4 პუნქტს თუ დავეთამხებოდი მანდ. დანარჩენ პუნქტებთან დაკავშირებით, უბრალოდ, ვერ დავიცავთ საჯარო სივრცეში, ამიტომ არ გვინდა ავიღოთ ვალდებულება, ხელი მოვაწეროთ იმას, რასაც არ ვეთანხმებით. ჩვენ მივესალმეთ პრეზიდენტის ამ ინიციატივას, იმიტომ, რომ ყფრო მეტი გვინდა, ეს არ გვაკმაყოფილებს. ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს, რომ გვემუშავა კონსტიტუციის ტექსტზე, რომელიც შეთანხმდებოდა ოპოზიცია. არა ის, რომ ვიღაცამ ტექსტი მოამზადოს და მე ხელი მოვაწერო, არამედ ამ ტექსტის შინაარსზე და უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს ტექსტი და არა მხოლოდ „ქარტია“, ერთად მუშაობის შედეგად უნდა გამოიკვეთოს ეს პოზიცია, ამიტომ არ მოვაწერეთ ხელი, - ამბობს იაგო ხვიჩია. 

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. 

მსგავსი სიახლეები