ანალოგიურ სანქციებს ალბათ, მიიღებს არაერთი სხვა ქვეყანაც, იმიტომ, რომ აშშ-ის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია - სამადაშვილი
"პერსონალიზირებული სანქციები ნიშნავს, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი კიდევ უფრო შემცირდება და კიდევ უფრო გაღატაკდება საქართველოს თითოეული მოქალაქე," - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი საუბრობს.
სამადაშვილი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის მსგავსი სანქციები სხვა ქვეყნებმაც დააწესონ რუსული კანონის მხარდამჭერებისთვის.
ფინანსური სანქციები, რომელიც დაწესდება მათ მიმართ, ანალოგიურ სანქციებს ალბათ, მიიღებს არაერთი სხვა ქვეყანაც. იმიტომ, რომ აშშ-ის პოზიცია როგორც წესი, არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვებისთვის და შედეგი ამისი იქნება დარტყმა ქვეყნის ეკონომიკაზე. იმიტომ, რომ მათ შორის პერსონალიზირებული სანქციები ნიშნავს, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი კიდევ უფრო შემცირდება და კიდევ უფრო გაღატაკდება საქართველოს თითოეული მოქალაქე,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ოჯახის წევრებმა უკვე მიიღეს შეტყობინებები, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზები გაუუქმათ - ამ ინფორმაციას დეპუტატი ხატია დეკანოძე ავრცელებს. დეპუტატის ცნობით, ვინ მოხვდა შავ სიაში ანუ ვინ დაასანქცირა შტატებმა, ამის შესახებ უფრო მეტს საზოგადოება მალე გაიგებს.