მისდით შეტყობინებები აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ძალოვან სტრუქტურებს, მგზავრობის აკრძალვის თაობაზე - კლდიაშვილი
"როგორც გავარკვიეთ, თანამდებობის პირებს სხვადასხვა უწყებიდან მისდით ელექტრონული ფოსტით შეტყობინებები სახელმწიფო დეპარტამენტიდან მათი მგზავრობის შესახებ აკრძალვის თაობაზე, მათი და მათი ოჯახის წევრებისთვის," - ამის შესახებ "პირველებთან" IDFI-ის ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი საუბრობს.
კლდიაშვილის ინფორმაციით, შეტყობინებები სახდეპისგან მიიღეს შეტყობინება "ქართული ოცნების" წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა.
დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ძალიან ბევრი თანამდებობის პირი მიიღებს და ის ადამიანი, რომელიც ამ რუსულ რეჟიმთან კავშირში არის და ამ რუსულ დრაკონულ კანონთან არის კავშირში.
ჩემი ინფორმაციით, ეს აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება და ძალოვან სტრუქტურებს. სანქციები უკვე ამოქმედებული იყო, ჩვენ არ ვიცოდით უბრალოდ სია, როგორც ეს ჯეიმს ო’ბრაიენმა აღნიშნა.
როგორც ჩანს, მათ ეს სია ჰქონდათ და ამ სიას მიჰყვებიან და უკვე ინდივიდუალურად აფრთხილებენ და აცნობებენ უფრო სწორად, იმ სანქციების შესახებ, რაც ეხება ჯერჯერობით, მათ გადაადგილებას შეერთებულ შტატებში.
თანამდებობის პირებზე და შიგნით აღნიშნული არის ამის გავრცელება მათზე და მათი ოჯახის წევრებზე,“ - ამბობს გიორგი კლდიაშვილი.
მაღალჩინოსნებმა შეტყობინებები რომ მიიღეს, მანამდე ამის შესახებ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გაავრცელა ინფორმაცია: