ნიღბიანების ბანდა თბილისში - რას ამბობენ შსს-ს თანამშრომლები?
ნიღბიანების ბანდა თბილისში - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები "პირველებს" უმტკიცებენ, რომ ისინი სიტუაციას აკონტროლებენ.
თუმცა კითხვაზე, რა რეაგირება აქვთ მათ ნიღბიანი პირების მიერ ჩადენილ ვანდალურ აქტებზე, მათ თავისუფლად გაადგილებაზე, პოლიციელების ნაწილი ამბობს, რომ ეს არის "აბსურდი" ან "არ შემიმჩნევია, რომ შემემჩნია, მივაქცევდი ყურადღებას".
მაგალითად, ვაკე-საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს პირველი განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომელი ვიდეომტკიცებულებების მიუხედავად, ამბობს, რომ "ყველაფერს აკონტროლებენ" და რომ მედია "უტრირებს".
ინტერვიუს არ ვიძლევი. სულ ყველაფერს ვაკონტროლებთ. აბსურდს ამბობთ. ვიდეომასალა რა, აბსურდს ამბობთ და უტრირებთ," - ამბობს ერთ-ერთი სამართალდამცავი.
ნიღბიანი თავდამსხმელების ბანდა თბილისში - "პირველებს" მიაწოდეს ახალი კადრები, სადაც ის ნიღბიანი ბანდა ჩანს, რომელიც ღამით სამოქალაქო სექტორის ოფისებს არბევს. ერთ-ერთ კადრში კი თავდამსხმელის იდენტიფიცირება შესაძლებელი. ხუთკაციანი ჯგუფები შუა ვაკეში, სადაც პოლიციის ათობით ეკიპაჟი პატრულობეს ისე გადადგილდება, რომ სამართლადამცველებს კითხვაც კი არ უჩნდება, ვინ არიან კუნთმაგარი ნიღბიანები.