"ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი მთავარი მოკავშირე დღეს საქართველოს ხელისუფლების სანქციების საკითხს იხილავდეს - სამადაშვილი

04.06.24 11:13
"ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი მთავარი მოკავშირე დღეს საქართველოს ხელისუფლების სანქციების საკითხს იხილავდეს - სამადაშვილი

"მეგობარი აქტის"კანონპროექტზე მსჯელობა ვაშნგტონში და მძიმე დღე საქართველოს ხელისუფლებისთვის - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, "ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი მთავარი მოკავშირე დღეს საქართველოს ხელისუფლების სანქციების საკითხს იხილავდეს.

დღეს ისეთი ვითარებაა, რომ საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეობა ნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიტიკას უფრო მკაფიოდ განსაზღვრავენ ამ მოსმენის შემდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი მთავარი მოკავშირე დღეს იხილავდეს ხელისუფლების სანქციების საკითხს და არა იმას, თუ როგორ იმოქმედოს უფრო აქტიურად ხელისუფლებასთან ერთად ნატოში ჩვენი დღისწესრიგის მხარდასაჭერად", - ამბობს სამადაშვილი.

"ქართული ოცნების" ლიდერებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უკანასკნელი იმედიც მოუკლა. ვისაც ეგონა, რომ გადარჩა და რუსული კანონის მხადაჭერის გამო პასუხმგებლობა თავიდან აირიდა, შტატები მინიმუმ სავიზო სანქციებს ჰპირდება, თუმცა დღეს ვაშინგტონში ხალხის დახმარების და ხელისუფლების სანქციების ახალი პაკეტის, ჯო უილსონის "მეგობარი აქტის" განხილვა იწყება. კონგრესი საქართველოს შესაბ მსჯელობა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და უფრო მეტი, ამ სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ჰელსინკის კომისიაში სიტყვით რამდენიმე კონგრესმენი გამოვა. მომხსენებლებს შორის იქნებიან საქართველოს ყოფილი ელჩი საქართველოში ნატალია საბანაძე, ასევე ვანო ჩხიკვაძე და უილიამ კორტნი. 

მსგავსი სიახლეები