ივანიშვილი რუსულ პოლიტიკას ემსახურება, რაც მისი პოლიტიკური კრახით დამთავრდება - მამუკა ხაზარაძე
ივანიშვილი რუსულ პოლიტიკას ემსახურება, ეს მისი კრახით დამთავრდება, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტთან მიღების შემეგ ისაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ოლიგარქი ცდილობს, საქართველოს ევროპულ გზას ჩამოაშოროს, თუმცა ეს მას არ გამოუვა.
ილუზიების დრო აღარ არის. ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ემსახურება რუსულ პოლიტიკას საქართველოში. ის ატარებს იზოლაციის პოლიტიკას და შედეგად მას უნდა, რომ საქართველო ჩამოაშოროს იმ მისწრაფებას, რომელიც დიდი ხნის წინ განაცხადა და გაამჟღავნა ჩვენმა ქართველმა ერმა. ეს, რა თქმა უნდა, მას არ გამოუვა. ეს ყველაფერი დამთავრდება მისი პოლიტიკური კრახით, - ამბობს ხაზარაძე.
პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ სამოქმედო გეგმას, "ქართულ ქარტიას" გუშინ ხელი პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა. პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ერთიანი სიის გარეშე ერთი იდეით გაერთიანება ოლიგარქის რეჟიმის დამარცხების საუკეთესო პოლიტიკური რეცეპტია.