"სადაც საომარი და საბრძოლო იყო, შტაბიდან არ გამოდიოდნენ" - პაპუაშვილის იერიში ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებზე
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორებისგან სანქციების მუქარა ქართველ ხალხთან რუსული სტილით საუბარია.
პარლამენტის თავმჯდომარე მოსალოდნელმა სანქციებმა წყობიდან ისე გამოიყვანა, რომ იერიში ნატოს წევრ ქვეყნებზე მიიტანა და თქვა: "სადაც საომარი და საბრძოლო იყო, შტაბიდან არ გამოდიოდნენ".
პაპუაშვილს ევროკავშირი უსამართლოდ მოქცევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და არც ევროპელი პოლტიკოსები დავიწყებია - "აქ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ქართულ ენჯეოებთან და პოლიტიკოსებთან სიამტკბილობაში აი ამ დაზიანებით იყო დაკავებული" - თქვა პაპუაშვილმა.
საქართველოსთვის სანქციები არ არის სიახლე, ჩვენ წლებია სხვადასხვა სანქციების ქვეშ ვართ ნამყოფი და მათ შორის, რუსეთი არაერთხელ ცდილობდა ზემოქმედება მოეხდინა ქართველ ხალხზე. ეს არის რუსული სტილით ქართველ ხალხთან საუბარი და არ მგონია, ვინმესთვის სასიკეთო იყოს,
დღეს, ნატო-ს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით,აქ რომ იყვნენ და მიტინგზე გამოდიოდნენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც გულში მჯიღს იცემენ და ბრძოლისკენ იქაჩებიან, სადაც საომარი და საბრძოლო იყო შტაბიდან არ გამოდიოდა ბევრი წარმომადგენელი. მესამე ქვეყანა ვიყავით კონტიგენტით და ჯარისკაცების რაოდენობით და ამის პასუხი თუ არის, რომ ამ ხალხის ხელისუფლებას უნდა სანქციით ენით ელაპარაკო, ამ ხალხს უნდა სანქციის ენით ელაპარაკო. ეს საბოლოო ჯამში აზიანებს მხოლოდ მას, ვინც ამ ენით ესაუბრება ქართველ ხალხს. ის როგორც ევროპა საქართველოს ექცეოდა განსაკუთრებით 2 წლის განმავლობაში, ეს რა თქმა უნდა, არ ჯდება ევროპელ ღირებულებებში. აქ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ქართულ ენჯეოებთან და პოლიტიკოსებთან სიამტკბილობაში აი ამ დაზიანებით იყო დაკავებული. ამიტომ, ჩვენ არ გვაკვირვებს უსამართლობა, ეს მოცემულობა არის", - ამბობს პაპუაშვილი.
"ქართული ოცნების" ლიდერებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უკანასკნელი იმედიც მოუკლა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ სანქციების ახალი პოლიტიკა უკვე შემუშავებულია.
"გამოვაცხადეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა. აუცილებლად უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს" - აცხადებს სახ.დეპის პრესსპიკერი.
მძიმე დღე საქართველოს ხელისუფლებისთვის - დღეს ვაშინგტონში ხალხის დახმარების და ხელისუფლების სანქციების ახალი პაკეტის, ჯო უილსონის "მეგობარი აქტის" განხილვა იწყება. კონგრესი საქართველოს შესაბ მსჯელობა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და უფრო მეტი, ამ სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.