სანქციებზე საუბარი ჩვენთვის არასერიოზულია - კობახიძე

04.06.24 13:05
სანქციებზე საუბარი ჩვენთვის არასერიოზულია - კობახიძე

ქვეყნის პრემიერი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სანქციებზე საუბარი შტატების მხრიდან არასერიოზულია. მისი თქმით, სანქციებზე საუბარი კონტრპროდუქტიულია სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ.

„სანქციებზე საუბარი ჩვენთვის არასერიოზულია თუ ვინმე საუბრობს, ეს არის კონტრპროდუქტიული სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ. ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს ჩვეულებრივი ტყუილია და მეორე, როდესაც თემა არასერიოზულია, ასეთ თემას ვერ ჩავუღრმავდებით.

როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების  გარეშე 4 მოსამართლეს დაუწესეს სანქციები, ამან დააზიანა ამერიკის იმიჯი საქარტველოში. მტკიცებულებები მოვითხოვეთ და მათ ვერანაირი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს და ეს აზიანებს აშშ-ს ინსტიტუტების იმიჯს“, - განაცხადა კობახიძემ.

"ქართული ოცნების" ლიდერებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უკანასკნელი იმედიც მოუკლა. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ სანქციების ახალი პოლიტიკა უკვე შემუშავებულია.

"გამოვაცხადეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა. აუცილებლად უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს" - აცხადებს სახ.დეპის პრესსპიკერი.

მძიმე დღე საქართველოს ხელისუფლებისთვის - დღეს ვაშინგტონში ხალხის დახმარების და ხელისუფლების სანქციების ახალი პაკეტის, ჯო უილსონის "მეგობარი აქტის" განხილვა იწყება. კონგრესი საქართველოს შესაბ მსჯელობა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და უფრო მეტი, ამ სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ჰელსინკის კომისიაში სიტყვით რამდენიმე კონგრესმენი გამოვა. მომხსენებლებს შორის იქნებიან საქართველოს ყოფილი ელჩი საქართველოში ნატალია საბანაძე, ასევე ვანო ჩხიკვაძე და უილიამ კორტნი. 

მსგავსი სიახლეები