ძალიან ვერ გაგახარებთ, არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია მის შეწყვეტასთან დაკავშირებით - ვოლსკი

04.06.24 13:18
ძალიან ვერ გაგახარებთ, არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია მის შეწყვეტასთან დაკავშირებით - ვოლსკი

ძალიან ვერ გაგახარებთ, არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია მის შეწყვეტასთან დაკავშირებით - ასე ეხმაურება "ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი შტატებიდან დაანონსებულ სანქციებს.

ვოლსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არანაირ სანქციას არ იმსახურებს და თუ ამერიკა ამას გააკეთებს, ეს არაობიექტური იქნება.

ძალიან ვერ გაგახარებთ. არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია მის შეწყვეტასთან დაკავშირებით. თქვენი ეს მოლოდინი თუ გამტყუნდება, სწორი გადაწყვეტილება იქნება. არც პიროვნულად და არც მთლიანად საქართველოს ხელისუფლება არანაირ სანქციას არ იმსახურებს.

კიდევ ერთხელ, ვერ გაგახარებთ ამ თემით. არავის მისვლია შეტყობინება. სამწუხაროა, რომ ასეთი სიხარულით და აჟიოტაჟით ელოდებით ამ თემას. [სანქციები] სამწუხარო და არაობიექტური იქნება. ცუდი იქნება ზოგადად ქვეყნისთვის”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

"ქართული ოცნების" ლიდერებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უკანასკნელი იმედიც მოუკლა. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ სანქციების ახალი პოლიტიკა უკვე შემუშავებულია.

"გამოვაცხადეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა. აუცილებლად უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს" - აცხადებს სახ.დეპის პრესსპიკერი.

მძიმე დღე საქართველოს ხელისუფლებისთვის - დღეს ვაშინგტონში ხალხის დახმარების და ხელისუფლების სანქციების ახალი პაკეტის, ჯო უილსონის "მეგობარი აქტის" განხილვა იწყება. კონგრესი საქართველოს შესაბ მსჯელობა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და უფრო მეტი, ამ სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები