თუ ისეთი სანქციებია ჩვენთან მოსული, რომ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ, მაშინ შეიძლება მივიღეთ - მაჭარაშვილი
თუ ისეთი სანქციებია ჩვენთან მოსული, რომ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ, მაშინ შეიძლება მივიღეთ- “ხალხის ძალის” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ სანქციებთან დაკავშირებით არანაირი წერილი არ მისვლია ფოსტაზე.
მისი თქმით, ოპოზიცია სიზმარშია და სანქციების შესახებ სიზმრებს ყვება.
როდესაც ისინი ამბობენ, რომ სანქციები ჯერ გზაში იყო და ახლა წესით ჩვენამდეა მოსული [ამას გვიმტკიცებს ოპოზიცია], თუ ისინი სიზმარში არიან, ჩვენ ცხადში ვცხოვრობთ და რეალურად ეს სანქციები არ არის. რაც შეეხება მომავალ ურთიერთობას, თავად ამერიკის მხრიდან იყო ეს შემოთავაზება, რომ ერთგვარად გადაიხედოს, რომ მომავალში გვქონდეს პარტნიორული ურთიერთობები, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, თანაბარი ურთიერთობების პირობებში.
თუ ისეთი სანქციებია ჩვენთან მოსული, რომ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ, მაშინ შეიძლება მივიღეთ, რადგან მსგავსი ჩვენ არაფერი მიგვიღია. რადგან ერთადერთი მესიჯი, რაც მივიღეთ იყო ურთიერთობა მომავალში თანაბარი ურთიერთობების ფორმატში გაგრძელება”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
"ქართული ოცნების" ლიდერებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უკანასკნელი იმედიც მოუკლა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ სანქციების ახალი პოლიტიკა უკვე შემუშავებულია.
"გამოვაცხადეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა. აუცილებლად უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს" - აცხადებს სახ.დეპის პრესსპიკერი.
მძიმე დღე საქართველოს ხელისუფლებისთვის - დღეს ვაშინგტონში ხალხის დახმარების და ხელისუფლების სანქციების ახალი პაკეტის, ჯო უილსონის "მეგობარი აქტის" განხილვა იწყება. კონგრესი საქართველოს შესაბ მსჯელობა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და უფრო მეტი, ამ სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.