ეს არის ომის ქარტია! ისტორიაში დარჩებიან ისე, როგორც დარჩა "შულავერის სია" - პაპუაშვილი "ქართულ" ქარტიაზე

04.06.24 13:47
ეს არის ომის ქარტია! ისტორიაში დარჩებიან ისე, როგორც დარჩა "შულავერის სია" - პაპუაშვილი "ქართულ" ქარტიაზე

შალვა პაპუაშვილის იერიში პრეზიდნტის სამოქმედო გეგმაზე - პარლამენტის თავმჯდომარე "ქართულ ქარტიას" ომის ქარტიას უწოდებს და ამბობს, რომ ისინი ის ისტორიაში ისე დარჩება, როგორც "შულავერის სია" დარჩა.

მისი თქმით, მალე საზოგადოება პრეზიდენტისა და ოპოზიციის ერთიან სიასაც ნახავს.

აღარ ვიცი უკვე, ამ კინოს მერამდენედ ვხედავთ. თავს გვაჩვენებენ, თითქოს არიან გაყოფილები, ცალ-ცალკე, არადა ყველა სათითაოდ არია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებცი ხან დაიშლებიან და ხან შეიკრიბებიან, იმის მიხედვით, როგორ დაულაგებენ გარედან ტაქტიკას. მათი ეს ქცევაც და სალომე ზურაბიშვილის ეს ქცევაც არის რაიმე წამოსული შიდა პოლიტიკური მსჯელობიდან, არამედ არის ის გეგმა, რაც გარედან მისცეს მათ, რომ ეხლა უნდა გაერთიანდნენ და გაერთიანდებიან. ეს არის ომის ქარტია, ასე დარჩებიან ისინი ისტორიში, როგორც დარჩა შულავერის სია, ისე დარჩება ომის ქარტიის სია. 

რაც შეეხება ერთიან სიას, გავა დრო და ყველა ნახავს, რომ [ოპოზიციის] ერთიანი სია იქნება. გაპრანჭვა ხდება და უნდათ, ეს ყველაფერი ნელ-ნელა შემოგვაპარონ, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს", - ამბობს პაპუაშვილი.

პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ სამოქმედო გეგმას, "ქართულ ქარტიას" გუშინ ხელი   პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა. პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ერთიანი სიის გარეშე ერთი იდეით გაერთიანება ოლიგარქის რეჟიმის დამარცხების საუკეთესო პოლიტიკური რეცეპტია.

მსგავსი სიახლეები