ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხების სტრატეგია არსებობს, ახლა ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს გეგმა - ლაშა ბუღაძე

04.06.24 14:02
ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხების სტრატეგია არსებობს, ახლა ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს გეგმა - ლაშა ბუღაძე

"სალომე ზურაბიშვილმა დაგვანახა მოდელი, სტრატეგია, როგორ მიმართულებითაც უნდა მოძრაობდეს პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება, მთელი ქართველი ერი"- ლაშა ბუღაძეს პრეზიდენტის "ქართული ქარტია" მოსწონს. 

მწერალი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" არჩევნებში დამარცხების სტრატერგია უკვე არსებობს, ახლა კი პოლიტიკოსებმა საზოგადოებას გეგმა უნდა შესთავაზოს. 

ეს პროცესები გამოაჩენს უკვე კონკრეტულ ფორმას, როგორ შეიძლება ეს კონფიგურაცია იყოს ეფექტური, რომ 26 ოქტომბერს ტაბლოზე დაიწეროს და გამოჩნდეს, რომ ქართველმა ერმა, ქართველმა ოპოზიციამ, რომელიც წარმოადგენს ქართველ ერს, დაამარცხა ივანიშვილის რუსული რეჟიმი.

12 წელი "ქართული ოცნება" უგებს პარტიებს, ვერ უგებს ქართველ საზოგადოებას, მთავარია, დიდი, ეროვნული გაერთიანება მოხდეს. სტრატეგია არსებობს, დანარჩენი პოლიტიკოსებმა, პარტიებმა უნდა შესთავაზონ საზოგადოებას გეგმა"- თქვა "პირველებთან" ბუღაძემ. 

პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ სამოქმედო გეგმას, "ქართულ ქარტიას" გუშინ ხელი   ოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა. პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ერთიანი სიის გარეშე ერთი იდეით გაერთიანება ოლიგარქის რეჟიმის დამარცხების საუკეთესო პოლიტიკური რეცეპტია. 

მსგავსი სიახლეები