ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპული მომავალი გარანტირებული გვქონდეს - ქეთათო "ქართულ ქარტიაზე"
ევროპული მომავალს ალტერნატივა არ აქვს - ამის შესახებ მომღერალმა ქეთათომ "პირველებთან" განაცხადა, რითაც პრეზიდენტის "ქართული ქარტია" შეაფასა.
მომღერალს მოსწონს ფაქტი, რომ მომავალი მთავრობა გაკონტროლდება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, შიში კიდევ უფრო დაიძლიოს და რეალურ საფრთხეზე, ქვეყნის გარუსებაზე კონცენტრირდეს ამომრჩეველი.
მნიშვნელოვანია, არაფრის გვეშინოდეს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ევროპული მომავალი გარანტირებული გვქონდეს, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, ეს არის დაზღვევა, იმისგან, რომ ვიქნებით დაცულები განვითარდებით და გვექნება უკეთესი მომავალი. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. არაფრის არ უნდა გვეშინოდეს, გარდა იმისა რაც მართლა საშიშია, საშოში კი რუსეთია. არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არის სწორედ ის, რისთვისაც ვიბრძვით და არ იყოს მხოლოდ ერთი არჩევანი"- ამბობს ქეთათო.
პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ სამოქმედო გეგმას, "ქართულ ქარტიას" გუშინ ხელი ოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა. პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ერთიანი სიის გარეშე ერთი იდეით გაერთიანება ოლიგარქის რეჟიმის დამარცხების საუკეთესო პოლიტიკური რეცეპტია.