ეს არის ერთი დიდი რადიკალური დაჯგუფება, განწირული არიან მარცხისთვის - კალაძე „ქართულ ქარტიაზე“

04.06.24 14:40
ეს არის ერთი დიდი რადიკალური დაჯგუფება, განწირული არიან მარცხისთვის - კალაძე „ქართულ ქარტიაზე“

ასეთი მოძრაობები, პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები განწირული არიან მარცხისთვის - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ “ქართულ ქარტიას", რომელსაც გუშინ ხელი  პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერეს.

კალაძე "ქართულ ქარტიას"  რადიკალური დაჯგუფებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მთავარი მიზანი არის ბრძოლა ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

ვიცით, რას წარმოადგენენ ეს პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები. ეს არის ერთი დიდი რადიკალური დაჯგუფება, რომელთა მთავარი მიზანი არის ბრძოლა ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ყოველთვის ასეთი მოძრაობები, პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები განწირული არიან მარცხისთვის. ძალიან კარგია ის, რომ მათი ერთად შეყრა მოხდა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ რეალურად, ისინი ერთ ხაზს წარმოადგენენ. შეიძლება სხვადასხვა სახელებით და პოლიტიკური პარტიებით გამოდიოდნენ, მაგრამ ერთი პატრონი ჰყავთ, თუნდაც ეს გადაწყვეტილება არის იმ ყველაფრის დასტური, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობდით“, - განაცხადა კალაძემ.

პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ სამოქმედო გეგმას, "ქართულ ქარტიას" გუშინ ხელი   პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა. პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ერთიანი სიის გარეშე ერთი იდეით გაერთიანება ოლიგარქის რეჟიმის დამარცხების საუკეთესო პოლიტიკური რეცეპტია.

მსგავსი სიახლეები