თქვენი საქმე არ არის! თუ მივიღებ გავცემ პასუხს - ისკო დასენი სანქციებზე

04.06.24 15:08
თქვენი საქმე არ არის! თუ მივიღებ გავცემ პასუხს - ისკო დასენი სანქციებზე

თქვენი საქმე არ არის. თუ მივიღებ გავცემ პასუხს - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი ისკო დასენი ჟურნალისტებს შეკითხვაზე, ხომ არ მიუღია შეტყობინება აშშ-ისგან დასანქცირებისა და ვიზის გაუქმების შესახებ. 

მძიმე დღე საქართველოს ხელისუფლებისთვის - დღეს ვაშინგტონში ხალხის დახმარების და ხელისუფლების სანქციების ახალი პაკეტის, ჯო უილსონის "მეგობარი აქტის" განხილვა იწყება. კონგრესი საქართველოს შესაბ მსჯელობა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და უფრო მეტი, ამ სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ასევე, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში თქვეს, რომ სანქციების ახალი პოლიტიკა უკვე შემუშავებულია.

"გამოვაცხადეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა. აუცილებლად უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს" - აცხადებს სახ.დეპის პრესსპიკერი.

მსგავსი სიახლეები