თავიანთ თავებს და ივანიშვილს დააბრალონ - ბუღაძე სანქციებზე

07.06.24 17:25
თავიანთ თავებს და ივანიშვილს დააბრალონ - ბუღაძე სანქციებზე

თავიანთ თავებს და ივანიშვილს დააბრალონ - ასე ეხმაურება შტაბის სანქციების პირველ ტრანშს მწერალი ლაშა ბუღაძე.

ბუღაძის თქმით, როდესაც სანქციებს ეხება საქმე, ამერიკა და ევროკავშირი არასდროს ხუმრობს. 

ეს ძალიან სამწუხაროა, ძალიან სევდიანი ამბავია, რომ საქართველოს ისტორიაში ასეთი რაღაცა მოხდა, მაგრამ თავს დააბრალოდ და ივანიშვილს დააბრალონ. ივანიშვილი ამათ ამშვიდებდა, რომ ეს ჩაივლის, ეს გადაივლის. არაფერი არ გადაივლის. რამხელა ტრაგედიაა - პროპაგანდისტები ვთქვათ, პარლამენტის წევრები, და სხვადასხვა, რომ მთელი ცხოვრება მათ ედებათ ეს დამღა. ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ როდესაც არის ადამიანი სანქცირებული, მას და მის ოჯახის წევრებს ექმნებათ  მუდმივი პრობლემა. ივანიშვილი რუსია მთელი თავისი კონსტრუქციით. აი მას დააბრალონ. როდესაც ახლა ამბობენ, ვითომ გაკვირვებულები, რატომო? იმიტომ, რომ ხმა მისცეს რუსულ კანონს და საქართველოს შეუცვალეს საგარეო ტრადიციული კურსი. შტატები არასდროს ხუმრობს, ევროკავშირი არასდროს ხუმრობს. ეს არ არის მოქრთამული რუსეთი, ხალტურაზე ორიენტირებული და არათანმიმდევრული", - ამბობს ლაშა ბუღაძე. 

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც, ძალოვანებიც და კერძო მოქალაქეებიც.

 "ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.

არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ამერიკის შავ სიაში, უკვე შეყვანილია ზვიად ხარაზიშვილი მეტ სახელად "ხარება" და საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნებიც.

მსგავსი სიახლეები