თვითმხილველების თქმით, მანაგაძე წააქციეს და 3-4 წუთის მანძილზე ურტყამდნენ, კეფაში განსაკუთრებით - თსუ-ს ლექტორი

07.06.24 19:44
თვითმხილველების თქმით, მანაგაძე წააქციეს და 3-4 წუთის მანძილზე ურტყამდნენ, კეფაში განსაკუთრებით - თსუ-ს ლექტორი

რუსული კანონის მოწინააღმდეგეზე ნიკო მანაგაძეზე თავდასხმას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე თსუ-ს ლექტორი მაგდა მემანიშვილი საუბრობს.

მემანიშვილი ვარაუდობს, რომ ე.წ. ტიტუშკები დაესხნენ თავს ახალგაზრდას. მემანიშვილის თქმით, მას თვითმხილველებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ნიკო მანაგაძეს თავდამსხმელები მიეპარნენ და 3-4 წუთის განმავლობაში უსწორდებოდნენ.

ფაქტი არის ის, რომ შუა ვაკეში, ჭავჭავაძეზე ადამიანებზე ხდება თავდასხმა, თან ჩუმად, უკან მიპარვით, თვითმხილველები ასახელებენ 3-4 ადამიანს, რომლებიც იყვნენ შავებში ჩაცმულები, კეპებში, ამ ბიჭს რომელიც იდგა, რომელიც იდგა შუქნიშანთან და ელოდებოდა გადასვლას, ზურგიდან დაესხნენ თავს.
თვითმხილველებმა მომიყვნენ, რომ დააგდეს, მოულოდნელი იყო ეს თავდასხმა დაზარებულისთვის, წააქციეს და 3-4 წუთის მანძილზე ურტყამდნენ, კეფაში განსაკუთრებითო, ასე ამბობდნენ თვითმხილველები. მე რომ გამოვედი ლექციიდან, ნიკო იჯდა მიწაზე,“ - ამბობს მემანიშვილი.

ნიკო მანაგაძეს 4-მდე ადამიანი სასტიკად გაუსწორდა. სასტიკი ანგარიშსწორება თსუ-ს პირველ კორპუსთან მოხდა.

"პოლიციამ გვერდზე ჩაგვიარა" - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტზე თავდასხმის შემსწრეები ყვებიან, რომ რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს ახალგაზრდას.

კადრები, სადაც ჩანან ნიკო მაგანაძეზე თავდამსხმელები
 

 

მსგავსი სიახლეები