ძალადობა მონას დაძახების გამო - სამოქალაქო აქტივისტები ოდიშარიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ
ძალადობა მონას დაძახების გამო და სკანდალში გახვეული ბექა ოდიშარია - სამოქალაქო აქტივისტები, რომლემაც თავიანთ თავზე იგემებს ხელისუფლების რეჟიმის ძალადობრივი პოლიტიკა, ამბობენ, რომ მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულია და "ოცნების" დეპუტატი ამის გამო უნდა დაისაჯოს, თუმცა მათ ამის იმედი არ აქვთ, რადგან მათი თქმით, სისტემა თავის თავს არ დასჯის.
აქტივისტების თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას "ცემა-ტყეპის გარდა, სხვა გამოსავალი არ დარჩა".
თემა არის ზოგადად სისხლის სამართლის დანაშაული. როცა ადამიანი იძახის, რომ ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოს, ეს ნიშნავს, რომ ის პირდაპირ მიუთითებს ამ მოქალაქის მიმართ ძალადობაზე. მე არ მგონია, რომ ეს უბრალოდ მისი სიტყვების შეცდომა არის და წამოცდა. ზოგადად მათი მიმდინარე დღის წესრიგი პირდაპირ არის გადართული ძალადობაზე, ხალხის სიბრაძე აუცილებლად მოიმატებს და მათ უკვე აღარ ეყოფათ ის ზონდერები, რომლებიც დაიცავენ. არა ისინი არ იცავენ, უბრალოდ პასუხს აგებინებენ მოქალაქეებს თავიანთი აზრის გამო", - ამბობს ვიტალი გეგუჩია.
სხვა გამოსავალი საქართველოს მთავრობას არ აქვს, პასუხად კრიტიკისა რაღაც აგრესია გამოიჩინოს და ცემა ტყეპით გამოვიდეს. დეპუტატი რომ ხარ, თმენის ვალდებულება გაქვს. "ოცნებას" ჰგონია, რომ თუ ცემა-ტყეპას გამოიყენებს ჩვენს მიმართ, რამე შედეგს გამოიღებს. არ გამოიღებს!", - ამბობს გურამ ადამია.
დღეს, ძალადობის დაგმობისაა და თავის მართლების ნაცვლად, ოდიშარიამ ფაქტობრივად თქვა, რომ "მონას" ძახება ვერ აიტანა და სამოქალაქო აქტივისტს პასუხი გასცა.
"შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარიხო პატენტი - fake დომენიკო მანგო... დაფინანსებულია, თორემ რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს 23:30-ზე კრწანისში, სუპერმარკეტში," - ასე მოიხსენია დეპუტატმა აქტივისტი, რომელმაც გუშინ მარკეტში რუსული კანონის მხარდაჭერის გამო მას მონა და რუსი ეძახა.
ქართული ოცნების დეპუტატს, ბექა ოდიშარიას, აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა მონა და რუსი ეძახა. ინციდენტი დღეს საღამოს გორგასლის გამზირზე სუპერმარკეტ ფრესკოში მოხდა, ვიდეომასალაში, რომელსაც აქტივისტი თავად ავრცელებს, ისმის როგორ სთხოვს მოქალაქე ქართული ოცნების დეპუტატს განმარტებებს რუსული კანონის მხარდაჭერის გამო.
აქტივისტი ბექა პაპაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატისთვის განმარტებების მოთხოვნის შემდეგ მას ფიზიკურად ოდიშარიას შვილი გაუსწორდა.