პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ბულინგს აწარმოებს - მაჭარაშვილი

14.06.24 17:27
პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ბულინგს აწარმოებს - მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი მოითხოვს, ყველა იმ პირმა აგოს პასუხი, ვინც რუსული კანონის ხელმომწერების "ბულინგს" აწარმოებს.

მაჭარაშვილი ამბობს, რომ თუ მოქალაქეები "მონისა და მოღალატის" ძახილს არ შეწყვეტენ, ძალადობა არ გაჩერდება.

როდესაც ხდება კონფლიქტი, ირკვევა, საიდან არის დაწყებული ეს კონფლიქტი. ის უნდა თავშივე ჩავახშოთ. პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ბულინგს აწარმოებს, ვინც შეურაცხყოფას აწარმოებს და ვინც ძალადობის სათავე ხდება. ძალადობა საიდანაც მოდის იქ უნდა გაჩერდეს. ძალადობა სამწუხაროდ მოდის "ნაციონალური მოძრაობიდან", ენჯეოს, ვითომ აქტივისტებიდან. ამიტომ, ისინი თუ არ გაჩერდებიან, ძალადობა ვერ გაჩერდება. თუ გაჩერდებიან, ძალადობაც გაჩერდება", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი. 

დღეს, ძალადობის დაგმობისაა და თავის მართლების ნაცვლად, ოდიშარიამ ფაქტობრივად თქვა, რომ "მონას" ძახება ვერ აიტანა და სამოქალაქო აქტივისტს პასუხი გასცა.

"შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარიხო პატენტი - fake დომენიკო მანგო... დაფინანსებულია, თორემ რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს 23:30-ზე კრწანისში, სუპერმარკეტში," - ასე მოიხსენია დეპუტატმა აქტივისტი, რომელმაც გუშინ მარკეტში რუსული კანონის მხარდაჭერის გამო მას მონა და რუსი ეძახა.

ქართული ოცნების დეპუტატს, ბექა ოდიშარიას, აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა მონა და რუსი ეძახა. ინციდენტი დღეს საღამოს გორგასლის გამზირზე სუპერმარკეტ ფრესკოში მოხდა, ვიდეომასალაში, რომელსაც აქტივისტი თავად ავრცელებს, ისმის როგორ სთხოვს მოქალაქე ქართული ოცნების დეპუტატს განმარტებებს რუსული კანონის მხარდაჭერის გამო. 

 აქტივისტი ბექა პაპაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატისთვის განმარტებების მოთხოვნის შემდეგ მას ფიზიკურად ოდიშარიას შვილი გაუსწორდა

მსგავსი სიახლეები