არავის ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა - ვოლსკი

14.06.24 17:33
არავის ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა - ვოლსკი

არავის ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა, რამაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად უფრო სერიოზულად დაანგრიოს, ვიდრე ფიზიკურმა ძალადობამ, - ასე ეხმაურება ბექა ოდიშარიას სკანდალს "ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი. 

ვოლსკი თითს ოპოზიციისკენ იშვერს და ამბობს, რომ "რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის ენას გეგმაზომიერი, კამპანიური ხასიათი აქვს".

"ვფიქრობ, ეს ორივე მხრიდან გამოიყენება, მაგრამ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის ენას გეგმაზომიერი, კამპანიური ხასიათი აქვს, რაც გარკვეული სახელმძღვანელოების მიხედვით ხორციელდება.

არის ფიზიკური შეჯახების პროვოცირება, ადამიანის უშვერი სიტყვებით გინება, რასაც შეიძლება ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვეს. ეს ძალიან ცუდია და ამის გაკეთება ორივე მხრიდან უნდა დაიგმოს.

არავის ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა, რასაც გეგმაზომიერი ხასიათი აქვს და რამაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად სერიოზულად დაანგრიოს, ვიდრე ფიზიკურმა ძალადობამ.

არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ დაპირისპირებას არ ვამართლებთ და არც მისაღებად მიგვაჩნია!" - განაცხადა ვოლსკიმ.

დღეს, ძალადობის დაგმობისაა და თავის მართლების ნაცვლად, ოდიშარიამ ფაქტობრივად თქვა, რომ "მონას" ძახება ვერ აიტანა და სამოქალაქო აქტივისტს პასუხი გასცა.

"შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარიხო პატენტი - fake დომენიკო მანგო... დაფინანსებულია, თორემ რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს 23:30-ზე კრწანისში, სუპერმარკეტში," - ასე მოიხსენია დეპუტატმა აქტივისტი, რომელმაც გუშინ მარკეტში რუსული კანონის მხარდაჭერის გამო მას მონა და რუსი ეძახა.

ქართული ოცნების დეპუტატს, ბექა ოდიშარიას, აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა მონა და რუსი ეძახა. ინციდენტი დღეს საღამოს გორგასლის გამზირზე სუპერმარკეტ ფრესკოში მოხდა, ვიდეომასალაში, რომელსაც აქტივისტი თავად ავრცელებს, ისმის როგორ სთხოვს მოქალაქე ქართული ოცნების დეპუტატს განმარტებებს რუსული კანონის მხარდაჭერის გამო. 

 აქტივისტი ბექა პაპაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატისთვის განმარტებების მოთხოვნის შემდეგ მას ფიზიკურად ოდიშარიას შვილი გაუსწორდა

მსგავსი სიახლეები