ცნობილია შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული 4 ქართველი მაღალჩინოსნის გვარი

25.06.24 17:14
ცნობილია შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული 4 ქართველი მაღალჩინოსნის გვარი

ნეტგაზეთის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრს, პარლამენტის დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ამერიკამ სავიზო სანქციები დაუწესა.

TV პირველის ინფორმაციით, კი სავიზო სანქციები შეეხო სპეცრაზმის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის ოჯახს. ცნობილია, რომ გდდ-ის შეფს აშშ-ს ვიზა ჰქონდა და მისი გაუქმების შესახებ შეტყობინება უკვე მიღებული აქვს.

მანამდე "პირველებმა" შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთ სანქცირებული პირის ვინაობა დაადგინა - ის მამუკა მდინარაძეა. მდინარაძეს ვიზა არ აქვს, შესაბამისად, ვიზის მიღების მცდელობის შემდეგ გაიგებს, რომ მის აღებას ვერ  შეძლებს.

რამდენიმე საათის წინ კი გავრცელდა ცნპბა, რომ სანქცირებულთა სიაშია რუსული კანონის მხარდამჭერი კიდევ ერთი დეპუტატი ანრი ოხანაშვილი.