"აი, რატომ არ დავპატიჟეთ..." - როგორ ამართლებს ღონისძიებაზე პრეზიდენტის არმიწვევას გია ვოლსკი
სალომე ზურაბიშვილი თავისი ყველა ქმედებით ცდილობს როგორმე დაყოს, დაუპირსპიროს, მათ შორის ახალგაზრდები ერთმანეთს - ასეთი განცხადებით ამართლებს "ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი პრეზიდენტის ფეხბურთელების ღონისძიებაზე არმიწვევას.
ვოლსკი ამტკიცებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს საზოგადოებაში რადიკალიზაცია შემოაქვს და სწორედ ამ მიზეზით გადაწვიტა საქართველოს მთავრობამ, რომ სალომე ზურაბიშვილი საზეიმო ღონისძიებაზე არ ჩაესვა.
შეკითხვა, თუ სალომე ზურაბიშვილი რატომ არ არის მიწვეული? - პოლიციის დღე იყო სულ ახლახანს და არ მიიწვიეს. თქვენი ჟურნალისტი დამხვდა და მკითხა, რატომ არ არის ზურაბიშვილი მიწვეული, ანუ ქალბატონი, რომელმაც პოლიციელის ცოცხლად დაწვას დაუჭირა მხარი. ეს საკითხი იყო მაშინ აქტუალური. ახლა ამ თემასთან დაკავშირებით არ მიგვაჩნია ჩვენ, ორგანიზატორებს, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ ის ფიგურაა, რომელმაც საქართველოში გამაერთიანებლის საკონსტიტუციო ვალდებულება შეასრულა. პირიქით, თავისი ყველა ქმედებით ცდილობს როგორმე დაყოს, დაუპირისპიროს, მათ შორის ახალგაზრდები ერთმანეთს და ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ფიცის დადების დროს, ისეთი რადიკალიზაცია შემოიტანოს საზოგადოებაში, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ არის მიმართული და აქედან გამომდინარეობს მთავრობის გადაწყვეტილება, არ დაეპატიჟებიან სალომე ზურაბიშვილი ამ ღონისძიებაზე", - ამბობს ვოლსკი.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი იტყობინება, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.
მთავრობის ადმინისტრაციიდან "პირველებს" ეუბნებიან, რომ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტი ჩასმული და არც სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა გათვალისწინებული, ამიტომ ახლა საინტერესოა, აუშვებს თუ არა მთავრობა პრეზიდენტს სცენაზე.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, 15 დეკემბერს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მისული პრეზიდენტი სცენაზე არ აუშვა.