"ოცნება" ამ სახალხო ზეიმშიც დაყოფის შემოტანას ცდილობს - კუპრაძე

02.07.24 17:17
"ოცნება" ამ სახალხო ზეიმშიც დაყოფის შემოტანას ცდილობს - კუპრაძე

"ოცნება" ამ სახალხო ზეიმშიც დაყოფის შემოტანას ცდილობს - ასე ეხმაურება "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ფეხბურთელებისადმი მიძღვნილ ზეიმის პროგრამაში პრეზიდენტის არჩასმას.

კურპაძის თქმით, "ოცნების" ნაბიჯები გაუგონარი და გაუგებარია.

ეროვნული ნაკრების დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში უდნა იქცეს სახალხო ზეიმად, რომლის მონაწილეც უნდა იყოს ყველა საქართველოს მოქალაქე, თუმცა "ქართული ოცნება" აქაც ცდილობს დაყოფის შემოტანას. აქაც ცდილობს პოლარიზებას და დაპირისპირების გაღვივებას, რაც მისი ხასიათის და რუსული ქმედებების ნაბიჯია. ამ დროს არ შეიძლება, გაუგებარი და გაუგონარია, "ოცნების" ნაბიჯები ეროვნული ნაკრების მიღებასთან და საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

მთავრობის ადმინისტრაციიდან "პირველებს" ეუბნებიან, რომ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტი ჩასმული და არც სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა გათვალისწინებული, ამიტომ ახლა საინტერესოა, აუშვებს თუ არა მთავრობა პრეზიდენტს სცენაზე. 

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, 15 დეკემბერს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მისული პრეზიდენტი სცენაზე არ აუშვა.