მატჩს, რომელიც საქართველოს ნაკრებმა მოიგო, სწორედ რომ კობახიძე არ ესწრებოდა, ამიტომ სჯობს, მან არ იაქტიუროს - კორძაია
ერთადერთი მატჩი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა მოიგო, სწორედ კობახიძე არ ესწრებოდა - ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია ირაკლი კობახიძეს ურჩევს, რომ დღეს ფეხბურთელებისადმი დაგემილ საზეიმო ღონისძიებაზე არ იაქტიუროს.
კორძაიას თქმით, ღონისძიების პროგრამაში არჩასმით, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს მხარდამჭერებს უფრო გაუზრდის.
რაც უფრო მეტად შეავიწროებენ სალომე ზურაბიშვილს, მით უფრო მეტ მხარდამჭერს გაუჩენენ საქართველოს პრეზიდენტს. რაც შეეხება ამ სპორტულ ღონისძიებას, ერთადერთი მატჩი, რომელიც მოიგო ჩვენმა საქართველოს ნაკრებმა, სწორედ რომ ირაკლი კობახიძე არ ესწრებოდა ამ მატჩს, ამიტომ, ალბათ სჯობს, რომ კობახიძემ არ იაქტიუროს, ისევ და ისევ ჩვენი გუნდის სასარგებლოდ", - აცხადებს თამარ კორძაია.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.
მთავრობის ადმინისტრაციიდან "პირველებს" ეუბნებიან, რომ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტი ჩასმული და არც სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა გათვალისწინებული, ამიტომ ახლა საინტერესოა, აუშვებს თუ არა მთავრობა პრეზიდენტს სცენაზე.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, 15 დეკემბერს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მისული პრეზიდენტი სცენაზე არ აუშვა.