კორძაია: მე ნამდვილად ვრჩები ამ ბრძოლაში, უბრალოდ სად ვიქნები და როგორ, მოვლენებს არ გავასწრებ

05.07.24 17:28
კორძაია: მე ნამდვილად ვრჩები ამ ბრძოლაში, უბრალოდ სად ვიქნები და როგორ, მოვლენებს არ გავასწრებ

"მე ნამდვილად ვრჩები ამ ბრძოლაში, უბრალოდ სად ვიქნები და როგორ, მოვლენებს არ გავასწრებ," - ამის შესახებ "პირველებთან" თამარ კორძაია საუბრობს და ამბობს, რომ რომელ პოლიტიკურ ცენტრთან იქნება, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებას, კორძაიას სჯერა, რომ პარტიები შეთანხმებას შეძლებენ.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე დარწმუნებული ვარ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეძლებენ შეთანხმებას და დაჯგუფებას ამომრჩევლის გემოვნების შესაბამისად და დადებენ პირობას, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ შეუქმნის მთავრობას ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, ეს არის ყველაზე პრინციპული საკითხი. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოწვევა - ჩვენ უნდა დავამარცხოთ დღევანდელი ხელისუფლება, ამიტომ ამისთვის მზაობას, დარწმუნებული ვარ, როგორც პირობა დადეს, იმ კვირაში ყველა დაადასტურებს. მე ნამდვილად ვრჩები ამ ბრძოლაში, უბრალოდ სად ვიქნები და როგორ, მოვლენებს არ გავასწრებ,“ - ამბობს თამარ კორძაია.

ოპოზიციას ვადა ეწურება. ორშაბათს პარტიებმა გამსხვილებისს პროცესზე განაცხადი უნდა გააკეთონ .

ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და თვლის, რომ "ოპოზიციას მართებს გაერთიანება და საერთო ოპოზიციური ფრონტის შექმნა რუსული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ".

2 + 1 - არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების ასეთი კონფიგურაციით გასვლა წარმოუდგენია „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს დავით ბერძენიშვილს. ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ ორი პოლიტიკური ცენტრი იქნება და პლუს გახარია, რომელიც არჩევნებზე მარტო პოზიციონირებას გეგმავს.

"დღის ამბებთან" შესაძლო გადაჯგუფებაზე ისაუბრა პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ "გამსხვილება აუცილებელია. სამუშაო ურთიერთობები აქტიური გვაქვს ძალიან ბევრ ერთეულთან". 

არმაზ ახვლედიანი ერთიან პლატფორმას ემხრობა და ამბობს, რომ "ჩართული ვარ კონსულტაციებში. მიმაჩნია, რომ ერთიანი პლატფორმა იქნებოდა სწორი"

ნიკა გვარამიას თქმით, სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტიები დიდი პოლიტიკური ცენტრის შესახებ განაცხადს 8 ივლისს გააკეთებენ - "რაც შეეხება ერთიან, დიდ პოლიტიკურ ცენტრს, ასეთი პოლიტიკური ცენტრი იქნება“.  გვარამიას თქმით, სამი ოპოზიციური ცენტრი შეძლებს "ქართულ ოცნებაზე" მეტ პროცენტს აიღებს არჩევნებზე.

 

მსგავსი სიახლეები