თუ "ოცნება" რუსულ კანონს გააუქმებს და არჩევნებს სამართლიანად ჩაატარებს, კიდევ აქვს შანსი სახე შეინარჩუნოს - გალდავა
თუ "ოცნება" რუსულ კანონს გააუქმებს და არჩევნებს სამართლიან გარემოში ჩაატარებს, კიდევ აქვს შანსი სახე შეინარჩუნოს - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა, რითაც საქართველოში ამერიკელი მაღალჩნოსნის, უზრე ზეიას ვიზიტს და მის უმკაცრეს შეფასებებს გამოეხმაურა.
ქვეყანაში განვითარებულ ძალიან მძიმე პოლიტიკურ პროცესებზე ცხადია, პასუხისმგებლობა ეკისრება სრულად ხელსიუფლებას. ამიტომ, ისინი ვერ უნდა გაექცნენ პასუხისმგებლობას საქართველოს ეროვნული ინტერესის ღალატისთვის. რაც შეეხება აშშ-ს, მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული ინტერესისა და ქართველი ხალხის მიმართ. ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას კიდევ აქვს შანსი, რომ სახე შეინარჩუნეოს, თუ გააუქმებს რუსულ კანონს და თუ ჩაატარებს ოქტომბრის არჩევნებს კონკურენტუნარიან და სამართლიან გარემოში", - განაცხადა გალდავამ.
შეასწორეთ კურსი და შეასრულეთ ხალხის დაკვეთა - საჯაროდ თქმული და პირად საუბრებში გადაცემული კრიტიკული გზავნილების შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ახალი განცხადება სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.
ბაიდენის ადმინისტრაცია ოცნების ხელისუფლებისგან ელოდება და მოითხოვს, რომ შეწყდეს ანტიამერიკული პროპაგანდა თბილისიდან.
ასევე ნახეთ: