ბოკუჩავა: ნაცვლად იმისა, რომ მიგვეღო უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში, შტატები იძულებულია გამოიყენოს ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ
„ნაცვლად იმისა, რომ მიგვეღო უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში, დამატებითი ფინანსური დახმარება, გაღრმავებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ივანიშვილი ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და საბოტირებს ევროატლანტიკურ არჩევანს და აშშ იძულებულია გამოიყენოს ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ.“– ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ უზრა ზეიას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილი ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და საბოტირებს ევროატლანტიკურ არჩევანს.
„უზრა ზეია, რომელსაც ჩვენ გუშინ შევხვდით არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე კონკრეტულად დემოკრატიის მიმართულებით და ბუნებრივია მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ძირს უთხრის დემოკრატიას, რამაც გამოიწვია ცვლილება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დამატებითი ფინანსური დახმარება, გაღრმავებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ნაცვლად ამისა, სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილი ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და საბოტირებს ევროატლანტიკურ არჩევანს, აშშ იძულებულია გამოიყენოს ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეასწორეთ კურსი და შეასრულეთ ხალხის დაკვეთა - საჯაროდ თქმული და პირად საუბრებში გადაცემული კრიტიკული გზავნილების შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ახალი განცხადება სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.
ბაიდენის ადმინისტრაცია ოცნების ხელისუფლებისგან ელოდება და მოითხოვს, რომ შეწყდეს ანტიამერიკული პროპაგანდა თბილისიდან.
ასევე ნახეთ: