"სიტყვების ბრახა-ბრუხი" - კალაძის პირველი კომენტარი ამერიკელი მაღალჩინოსნის კრიტიკულ განცხადებებზე

13.07.24 13:04
"სიტყვების ბრახა-ბრუხი" - კალაძის პირველი კომენტარი ამერიკელი მაღალჩინოსნის კრიტიკულ განცხადებებზე

"ქართული ოცნების" პირველი პასუხი ამერიკელი მაღალჩინოსნის კრიტიკას - კახი კალაძე ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია შტატების წინააღმდეგ დეზინფორმაციას არ ავრცელებს. თბილისის მერი ბაიდენის ადმინისტრაციისგან არგუმენტებს ითხოვს. ტონის შერბილების ნაცვლად, "ოცნების ლიდერმა" უზრა ზეიას კრიტიკას "სიტყვების ბრახა-ბრუხი" უწოდა.

ეს განცხადებები, რაც არ უნდა აკეთონ, ვისმინოთ, არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ან ქვეყანაში მიდის არადემოკრატიული პროცესები. არ არსებობს ამის ფაქტები. ერთი არგუმენტი და მაგალითი იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ანტიდასავლური და რაში გამოიხატება კურსის ცვლილება. ერთი მაგალითი ვინმემ წარმოადგინოს და თქვას, ეს სიტყვების ბრახა -ბრუხი არ არის მხოლოდ, არგუმენტებით უნდა იყოს საუბარი.

დღეს ვინც ჩვენ გვეუბნება, რომ არადემოკრატიული პროცესები მიდის, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ის ადამიანები 2012 წლამდე სააკაშვილს უწოდებდნენ დემოკრატიის შუქურას. ყველას თავისი ინტერესი აქვს რეგიონში - ამერიკას თავისი, ევროპას თავისი, რუსეთს თავისი, თურქეთს თავისი, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და გავატაროთ, პირველ რიგში, ჩვენი ინტერესები.

რომელი დეზინფორმაცია, შეიძლება ვინმემ დაასახელოს ერთი დეზინფორმაციული განცხადება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა გაკეთებული ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ ან ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ. დაასახელონ ერთი ასეთი განცხადება, რომელიც დეზინფორმაციულია და ბოდიშიც შეიძლება მოვუხადოთ. ამერიკა რა შუაშია ომის პარტიასთან. ვერ წარმომიდგენია, ამერიკა რა შუაშია. ამიტომ ვამბობ, რომ ვერ ნახავთ ვერცერთ განცხადებას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ რაღაც ამერიკის მთავრობის ან მათ წინააღმდეგ არასწორი ან დეზინფორმაციული გაგვეკეთებინა", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეასწორეთ კურსი და შეასრულეთ ხალხის დაკვეთა - საჯაროდ თქმული და პირად საუბრებში გადაცემული კრიტიკული გზავნილების შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ახალი განცხადება სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.
ბაიდენის ადმინისტრაცია ოცნების ხელისუფლებისგან ელოდება და მოითხოვს, რომ შეწყდეს ანტიამერიკული პროპაგანდა თბილისიდან.

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები