უზრა ზეია: ნახვამდის, საქართველო!
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უაზრა ზეია საქართველოს ტოვებს - დასავლელი დიპლომატი საქართველოში ამერიკის ელჩ დანიგანსა და შტატების საელჩოს განხორციელებული ვიზიტისთვის მადლობას უხდის.
უზრა ზეია სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით რჩება.
ნახვამდის, საქართველო! დიდი მადლობა ელჩ დანიგანსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს დინამიურ გუნდს შთამაგონებელი და შთამბეჭდავი ვიზიტისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო დემოკრატიული და ევროატლანტიკური ღირებულებების მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება", - წერს უზრა ზეია.
შეასწორეთ კურსი და შეასრულეთ ხალხის დაკვეთა - საჯაროდ თქმული და პირად საუბრებში გადაცემული კრიტიკული გზავნილების შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ახალი განცხადება სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.
ბაიდენის ადმინისტრაცია ოცნების ხელისუფლებისგან ელოდება და მოითხოვს, რომ შეწყდეს ანტიამერიკული პროპაგანდა თბილისიდან.
ასევე ნახეთ: