ევროკავშირი "ოცნების" ხელისუფლებისთვის შეზღუდვების დამატებით ზომებს განიხილავს - რა წერია ელჩის წერილში?

16.07.24 11:08
ევროკავშირი "ოცნების"  ხელისუფლებისთვის შეზღუდვების დამატებით ზომებს განიხილავს - რა წერია ელჩის წერილში?

ევროკავშირი "ქართული ოცნების"  ხელისუფლებისთვის შეზღუდვების დამატებით ზომებს განიხილავს - თუ სიტუაცია დაიძაბება ევროკავშირი მზად არის, დახმარებების გაყინვის შემდეგ სხვა უფრო მკაცრი ზომები მიიღოს - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის წერილშია საუბარი, რომელიც პაველ  ჰერჩინკიმ ოპოზიციონერი დეპუტატის  კითხვის საპასუხოდ გაგზავნა. 

უკვე ამოქმედებული შეზღუდვები და მოსალოდნელი ახალი სანქციები რა თქმა უნდა - რუსულ კანონს უკავშირდება. 

15 ივლისით დათარიღებულ წერილში პაველ ჰერჩინსკი დეპუტატ თეონა აქუბარდიას საპასუხოდ ამბობს, თუ რა ზომები მიიღო ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების საპასუხოდ. 

  • EU-მ 30 მილიონის სამხედრო დახმარება უკვე გაყინა, ამასთან, ამ დროისთვის, საქართველოსევროკავშირში ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.

როგორც პარლამენტის დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ "პირველებს" ელჩისგან მიღებული წერილის შინაარსზე საუბრისას განუცხადა,  ივანიშვილის გუნდმა ქვეყანას ევროპისკან გზა ჩაუხერგა, რაც ქართული ჯარისთვის დაფინანსების გაყინვაში უკვე აისახა. 

ოპოზიციონერი დეპუტატი ელჩის წერილზე დაყრდნობით არც გამორიცხავს, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო გაიზარდოს, თუ ხელისუფლება ქვეყანას ევროპულ გზაზე არ დააბრუნებს. 

 "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს გზა ჩაუხერგა ევროპისკენ. ამავდროულად, 27 ივნისს ავროსაბჭოს გადაწყეტილება, რომელიც ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ მიიღო, უკვე არის დამაზიანებელ შედეგად დამდგარი ფაქტი ჩვენი ჯარიოსთვის - როცა 30 მილიონი არის გაყინული. 

ასევე ამ წერილში აღნუშნულია, რომ დაზიანება შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი იქნას საქართველოსთვის, იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" ქვეყანას იმ გზაზე არ დააბრუნებს, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული"- ამბობს თეონა აქუბარდია "პირველებთან". 

მსგავსი სიახლეები