სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავა სასამართლომ დააჯარიმა

23.07.24 16:54
სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავა სასამართლომ დააჯარიმა

სპეცრაზმის მიერ ნაცემი დავით ქაცარავა სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა, ასევე, აეკრძალა ცეცხლსასროლი იარაღის ტარება 2 წლის ვადით. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი თავად არ ესწრებოდა პროცესს.

მოსამართლემ 166-ე მუხლთან დაკავშირებით წარმოება შეწყვიტა, ხოლო ქაცარავა სამართალდამრღვევად სცნო 173-ე მუხლის ნაწილში (წვრილმანი ხულიგნობა). 

დავით ქაცარავას წვრილმანი ხულიგნობა არ ჩაუდენია და მისი შერჩევით, შინაგანი რწმენით, არ შეიძლება თურმე მიმართო არავის ისეთ ქმედებაზე, რომელიც გარკვეული შიშით პროტესტს გამოხატავს. ანუ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან იქნება ვინმეს მიმართ ძალადობა განხორციელებული, შენ უფლება არ გაქვს, რომ მათ მიმართო, მოუწოდო კანონიერებისკენ. რასაც ახორციელებს ხელისუფლება, ეს არის, მათი შეფასებიდან გამომდინარე, ყველასთვის სავალდებულო, რომ ხმა არ ამოვიღოთ არაფერზე,“ - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი 14 მაისს სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს, მას დაზარალებულის სტატუსიც აქვს, თუმცა ახლა შსს ქაცარავას წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებოდა. პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

"ანტისაოკუპაციო" მოძრაობის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ეს საქმე რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშინების მცდელობას ემსახურება. ქაცარავა ამბობს, რომ სამართალდამცველებმა სასამართლო სხდომაზე სიცრუე ილაპარაკეს.

მსგავსი სიახლეები