"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანიის ბანერები საბჭოთა კავშირის კომკავშირს მოპარა

26.09.24 17:31
"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანიის ბანერები საბჭოთა კავშირის კომკავშირს მოპარა

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია საბჭოთა კავშირის კომკავშირისგან მოიპარა. არქივი ინახავს მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება, რომ ზუსტად ანალოგიური შინაარსის ბანერები  იყო გამოკრული საბჭოთა კომკავშირის ბანაკებში.

გამოდის, რომ "ოცნებამ" ერთი ერთში აიღო საბჭოთა იდეოლოგიის ბანერები და ის საარჩევნო კამპანიაში გამოიყენა.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე სააათია, ქვეყანაში ახალი ბანერები გაჩნდა - "ქართული ოცნება" საარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენებების ფოტოებს იყენებს.  

პოლიტიკასაც აქვს თავისი ზნეობის საზღვარი - ეუბნება "ქართულ ოცნებას" მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე.

"ქართული ოცნების" კამპანია კომუნიკაციების გამოცდილმა სპეციალისტებმა გაშიფრეს - "მათ მიზანია საქართველოს მოქალაქეების ცნობიერებში ჩარევაა,  დაარწმუნონ ხალხი, რომ მტერი რუსეთი კი არა, არამედ დასავლეთია". 


     

მსგავსი სიახლეები