"ოცნების" საარჩევნო ბანერების სკანდალი - რას ამბობს კობახიძე

27.09.24 10:40
"ოცნების" საარჩევნო ბანერების სკანდალი - რას ამბობს კობახიძე

"ოცნების" საარჩევნო ბანერების სკანდალი - ირაკლი კობახიძე ბანერების საბჭოთა სტილთან შედარებას სპეკულაციას უწოდებს და ამბობს, რომ ბანერზე არსებული შედარებით, ქართველ ხალხს მშვიდობის ფასს ახსენებენ. 

კობახიძე ისევ მეორე ფრონტზე და ომის თავიდან აცილებაზე საუბრობს და ირწმუნება, რომ ქუჩაში გაკრულ სურათებზე არის ის, რაც "ოცნების" ხელისუფლებამ "ძალიან დიდი ბრძოლის ფასად აირიდა თავიდან". 

ეს არის სპეკულაცია - რა შედეგები აქვს ომს და რა შედეგები მშვიდობას, ამის შედარება ქართველი ხალხისთვის, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი. უნდა შეგახსენეოთ რა არის ომის ფასი და რა მშვიდობის. 

ჩვენ კი არ ვაშინებთ, ეს არის რეალობა, რითაც გვემუქრებოდნენ 2022 წლეს, რითაც გვემუქრებიან დღესაც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს მეორე ფრონტი ავაცილოთ. გვემუქრებოდნენ ისინი, ვინც გაღიზიანებულია, რომ საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. პოდოლიაკმა და დანილოვმა პირდაპირ მოგვიწოდეს მეორე ფრონტისკენ.

მე მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის, იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დღეს ჩენ ვახსენებთ საზოგადოებას იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს ზოგადად და რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022-23 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. 
რაც შეეხება ომისა და მშვიდობის შედარებას, ეს არის პრინციპული იმისთვის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, იმიტომ, რომ რაც არის გამოსახული ამ სურათებზე არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად. 2022-23 წლებში ჩვენს ქვეყანას ელოდებოდა იგივე ბედის გაზიარება ჩვენ რომ სწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა და იგივეს აპირებენ ვიღაც ვიღაცეები ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც თუ ღმერთმა არ ქნას, საზოგადოებამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ ქვეყანაში ახალი ბანერები გაჩნდა - "ქართული ოცნება" საარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენებების ფოტოებს იყენებს.  

პოლიტიკასაც აქვს თავისი ზნეობის საზღვარი - ეუბნება "ქართულ ოცნებას" მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე.

"ქართული ოცნების" კამპანია კომუნიკაციების გამოცდილმა სპეციალისტებმა გაშიფრეს - "მათ მიზანია საქართველოს მოქალაქეების ცნობიერებში ჩარევაა,  დაარწმუნონ ხალხი, რომ მტერი რუსეთი კი არა, არამედ დასავლეთია". 


 

მსგავსი სიახლეები