უქმნის თუ რა უხერხულობას "ოცნებას" საბჭოთა მსგავსი ბანერები? - რას ამბობს რატი ბრეგაძე
უქმნის თუ რა უხერხულობას "ოცნებას" საბჭოთა მსგავსი ბანერები? - იუსტიციის მინისტრი საარჩევნო პლაკატებში საბჭოთა კავშირთან მსგავსებას ვერ ხედავს და ისრები წინა ხელისუფლებაზე გადააქვს.
რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სწორედ წინა ხელისუფლების მეთოდები იყო პირდაპირ კავშირში საბჭოთა კავშირთან.
საბჭოთა კავშირი არ ვიცი ახლა რა შუაშია, ალბათ, "ნაციონალურ მოძრაობას", იგივე ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას გულისხმობთ, როდესაც საბჭოთა კავშირზე ლაპარაკობთ და მათ მოწოდებებს, იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე "ნაციონალური მოძრაობის" ყველა მეთოდი პირდაპირ კავშირში არის საბჭოთა კავშირთან", - ამბობს რატი ბრეგაძე.
საბჭოთა კავშირთან კავშირი ვერ დაინახა დღეს ვერც ირაკლი კობახიძემ. ქვეყნის პრემიერმა ბანერების საბჭოთა სტილთან შედარებას სპეკულაცია უწოდება.
ცნობისთვის, გუშინ ქვეყანაში ახალი ბანერები გაჩნდა - "ქართული ოცნება" საარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენებების ფოტოებს იყენებს.
- პრეზიდენტმა "ქართულ ოცნების" ქმედებას სამარცხვინო უკვე უწოდა - პრეზიდენტი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" სამარცხვინოა და ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიჰყავს და ამისთვის საბჭოთა КГБ-ს მეთოდებს იყენებს.
"ქართული ოცნების" კამპანია კომუნიკაციების გამოცდილმა სპეციალისტებმა გაშიფრეს - "მათ მიზანია საქართველოს მოქალაქეების ცნობიერებში ჩარევაა, დაარწმუნონ ხალხი, რომ მტერი რუსეთი კი არა, არამედ დასავლეთია".
მსგავსი სიახლეები
წითლიძე "გახმაურებულ მკვლელობებზე" პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს და მის გამოკითხვას ითხოვს
"ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში"